Monday, 11 July 2016

ტრენინგის პორტფოლიო

პორტფოლიო

III-მოდულის შეფასეფა

III-მოდულის ფარგლებში შევისწავლე ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადიმახასიათებლები, პროექტის დაგეგვა ისტის გამოყენებით,სასწავლო
პროექტის განხორციელების საფეხურები.

Sunday, 10 July 2016

პროექტის სახელწოდება - ცხოვრება მშვენიერია თუ კომფორტულია და იაფი.
პროექტის მთავარი იდეა : წარმოგიდგენიათ ჩვენი ცხოვრება ელექტროენერგის გარეშე? ელექტროენერგიას კი შეუძლია ჩვენი ცხოვრება კომფორტული და სასიამოვნო გახადოს, თუმცა ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება. მოსწავლეები იკვლევენ როგორ შეიძლება ისე  ვისარგებლოდ ელექტრული დენით და მისი მოხმარება ოჯახის ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვეს, ანუ როგორ გავხადოთ კომფორტული ცხოვრება ეკონომიური.
პროექტის აქტუალობა - ცხოვრება ელექტრული ენერგიის გარეშე ეს არის ჩაბნელებული სოფლები და ქალაქები, ადამიანები ინფორმაციისა და კომუნიკაციის გარეშე, ოჯახები  მაცივრის, ტელევიზორის, სარეცხი მანქანის, ელექტრო ღუმელის, უთოსა და სხვა ელექტრო ტექნიკის გარეშე. დღეს მომხმარებელი ფიქროს შეიძინოს ელექტრო ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. მომხმარებლისათვის აქტუალურია შეიმსუბუქოს შრომა და ამავე დროს ის ოჯახს დაუჯდეს იაფი.
პროექტის მიზნები - როგორ გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა ეკონომიური, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მეტი კომფორტი.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ივლისი-დეკემბერი---ექვსი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეებმა კვლევის შედეგების შემდეგ შექმნან ბუკლეტი, რომელშიც  რჩევა-დარიგება იქნება მიცემული მოსახლეობისთვის:
1) საოჯახო ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციონ მის ენერგო ეფექტურობას.
2)  სახლიდან გასვლისას შეამოწმონ ყველა ელექტრო ტექნიკა და ელექტრო ხელსაწყო, რადგან ჩართული ელექტრო ხელსაწყო სახიფათოა უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები გაიყოფიან ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი გაეცნობა ელექტრო დენის აღმოჩენას, მის განვითარებასა და გამოყენებას, ამ საკითხის შესწავლისთვის ისინი ისარგებლებენ: სახელმძღვანელოთი, დამხმარე ლიტერატურით, ასევე ინტერნეტ-სივრცით.
II ჯგუფი შეადარებს ელექტრო ენერგიის მოხმარებას ზაფხულის - ივლისის თვის დანახარჯს - ზამთრის- დეკემბრის თვის დანახარჯს ორი ან სამი ოჯახის მაგალითზე, რადგან ივლისის თვეში დღეები გრძელია, ღამე კი მოკლე, დეკემბერში კი პირიქით, დღე მოკლე, ღამე კი გრძელი.
III ჯგუფი იკვლევს იმ ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯს, რომლებიც იყენებენ ძველ ტექნიკასა და ჩვეულებრივ ნათურებს.
IV ჯგუფი ჩართულია ისეთი ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯის კვლევაში, რომლიბიც ხმარობენ თანამედროვე ელექრტო საქონელსა და ეკონათურებს.
ბოლოს, ოთხივე ჯგუფის მოსწავლეები შეაჯერებენ თავის კვლევებს და მოახდენენ პრეზენტაციას, რომელშიც გათვალისწინებულია მათ მიერ მონაცემების მოპოვება: გამოკითხვით,  დაკვირვებით, ინტერნეტით. დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა ტექსტით, ცხრილით, დიაგრამებით.                                                    
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემგმასთან კავშირი.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
   ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს; 
მათ. VIII.11.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეატარებს შემთხვევით ექსპერიმენტს შემთხვევითობის წარმომქმნელი რომელიმე მოწყობილობით, აგროვებს მონაცემებს და წამოადგენს მათ სიხშირული ცხრილის სახით;
ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპონდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით;
ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამარ კირვალიძე, ნელი ამზაშვილი. 
ხელმძღვანელის ელ ფოსტა. tamarkirvalidze1@gmail com
                                                      neli.amzashvili@gmail com
პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი.

თანამედროვე სარეცხი მანქანა XXI საუკუნე 


ძველი სარეცხი მანქანა XX საუკუნე 60-იანი
 წლები






ძველი მაცივარი XX საუკუნე 60-იანი წლები
       




თანამედროვე მაცივარი XXI საუკუნე






























ეკო ნათურა
ვოლფრამიანი ნათურა








                                  ძველი ტელევიზორი XX საუკუნე 60-იანი წლები


თანამედროვე ტელევიზორი XXI საუკენე
                                            ძველი და ახალი კონდენციონერებ

Tuesday, 5 July 2016

ზაფხულია...

ზაფხულია, არდადეგები დაიწყო,უნდა დავისვენო, რომ ახალი ენერგიით დავიწყო ახალი სასწავლო წელი.მაგრამ ჯერ არ დამიგეგმავს სად და როგორ.

ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილებზე.

ვფიქრობ ტექნოლოგიების გამოყენენებით უფრო საიტერესო გახდება გაკვეთილი მოსწავეებისათვის,თავად მოიძიონ განსხვავებული ინფორმაცია.

მე დღეიდან ბლოგერი ვარ

...პირველად მქონდა დღეს შეხება ბლოგთან, მის დანიშნულებას, გამოყენებასა და შექმნაზე, რომელიც ასე საინტერესოდ მოგვაწოდეთ ქალბატონო ლალი. უღრმესი მადლობა.